მაია ცქიტიშვილი ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატების განცხადებებს სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით პიარსტრატეგიის ნაწილად აფასებს

ეს არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარაძის პიარ-სტრატეგიის ნაწილი, ეს მათი მორიგი პიარაქციაა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატების განცხადებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან დაკავშირებით და ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ "თიბისი ბანკის" საქმე 11 წლის წინანდელია, რაც მთავარ კითხვებს აჩენს.

"სამწუხაროდ, ეს არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარაძის პიარსტრატეგიის ნაწილი, ეს მათი მორიგი პიარ-აქციაა. კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქალაქეების ქმედების კანონიერებას და თუ ეს კანონიერება დარღვეულია, ამ შემთხვევაში როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლო უწყებებმა უნდა გასცენ შესაბამისი პასუხი. 11 წელი, 10, 9 თუ 5 წელი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.