აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ოთხი მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიის - Ford Motor, Honda Motor, BMW და Volkswagen-ის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება კომპანიების მხრიდან გამონაბოლქვის მონაცემის ერთიანი სტანდარტის დადგენაზე შესაძლო შეთანხმებას.
როგორც გაზეთი The Wall Street Journal იუწყება, სამინისტროს იურისტები ცდილობენ დაადგინონ არის, თუ არა კონკურენციის შესახებ ფედერალური კანონის დარღვევა ოთხი კომპანიის შეთანხმება კალიფორნიის შტატის ხელსიუფლებასთან, ძრავებში ემისიების დონის დადგენის საკითხზე ისე რომ არ გაითვალისწინეს ფედერალური ხელსიფულების პოზიცია ამ საკითხზე.
გაზეთის ინფორმაციით, კალიფორნიის ხელსიუფლება მზადაა შეარბილოს სტანდარტები, თუმცა არა ისე რადიკალურად, როგორც ამას აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია. როგორც ცნობილია, ავტომწარმოებლებს სურთ შერბილებული რეგულაციები ემისიებთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად არ სურთ ჰაერის დაბინძურებისთვის შემდეგ ძვირიანი ჯარიმები იხადონ.
The Wall Street Journal-ის შეფასებით, ახალი გამოძიება არის ფედერალური ხელისუფლების მცდელობა, შეზღუდონ კალიფორნიის ხელისუფლების გავლენა ეკოლოგიური სტანდარტების დადგენაზე, რაც გაზრდის ადგილობრის ხელისუფლებას, ავტომწარმოებლებსა და ფედერალურ ხელისუფლებას შორის დაძაბულობას.