საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიციოტაკისის განცხადებით, ათენის ყოფილი საერთაშორისო აეროპორტის „ელინიკოს“ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაქცევისთვის 8 მილიარდი ევროს ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. საუაბრია უზარმაზარი ტერიტორიის ტურისტულ, საქმიან, ბიზნეს, გასართობ და სარეკრეაციო ზონად გარდაქმნაზე.
პრემიერის განცხადებით, პროექტზე მუშაობა დაიწყება 2020 წელს და მის განხორციელებაზე 10,000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ ადგილზე 75,000 ადამიანი იმუშავებს.
იდეა ამერიკის ყოფილ სამხედრო ბაზაზე და შემდგომ ათენის ძველი საერთაშორისო აეროპორტის სარეკრეაციო ზონად გადაკეთების შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს გაჩნდა. ბოლოს ითქვა, რომ მასზე მუშაობა 2013 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტი მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. ახლა კი საბერძნეთის ხელისუფლებას უკვე დეტალურად აქვს გაწერილი პროექტის განხორციელების გეგმა და მასზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება
ელინიკი - ეს არის ტერიტორია 400 ჰექტარის ფართობით, რომელიც ქალაქის საზღვაო ზოლში მდებარეობს. ის სამჯერ დიდია მონაკოზე და ორჯერ დიდი ლონდონის ჰაიდ პარკსა და ნიუ-იორკის ცენტრალ პარკზე. თვითონ აეროპორტი აქ 2001 წელს დაიხურა და მას შემდეგ ტერიტორიას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.