"საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია"

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი გახარიას აზრით, საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესი ამას მხარს დაუჭერს.

“საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ ბიზნესთან პირდაპირი, ღია, გახსნილი დისკუსია და კონუმიკაცია გვექნება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა კონტროლისა და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს ბიზნესის ინტერესია, რადგან თამაშის წესები უნდა იყოს ერთი და ყველასათვის. საგადასახადო დისციპლინა ეს ის მიმართულებაა, რაზეც უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.