ტაილანდის ხელისუფლებამ ტურისტების მოსაკრებლის ამოქმედება გადადო

ტაილანდის ტურიზმის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წელს არ შემოიღოს ტურისტების მოსაკრებელი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში ვიზიტის დროს გადაახდევინებდენ. ამის შესახებ ადგილობრივი Bangkok Post-ი იუწყება.

ტურიზმის მუდმივი მდივნის ჩხოტე ტრაჩუს განცხადებით, მოსაკრებლის შემოღებამ შესაძლოა, დამატებითი დანაკარგი მოუტანოს სექტორს, რომელიც ამ დროისთვის სტაგნაციურ მდგომარეობაშია. მაისში ის აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ შეისწავლა ტურისტების მოსაკრებლის შემოღების შესაძლებლობა და ხაზს უსვამდა, რომ ეს მოსაკრებელი იქნებოდა მინიმალური.

ანალიტიკოსების განცხადებით, გარდა ტურიზმის სექტორში სტაგნაციური მდგომარეობისა, ტაილანდის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას აუცილებლად იქონიებს აშშ-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომი, რომელმაც ტაილანდის ტურიზმის სექტორში უკვე შეაღწია.

მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, ტაილანდში წელს 40-41 მილიონ ტურისტს ელოდებიან.

კოკა კვირკველია