საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

2019 წლის მე-2 კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 31.1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი - 19.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ - 14.7 პროცენტით.

ხუთეულში ხვდებიან ასევე: აზერბაიჯანი - 8.4-ითა და პანამა - 8.3%-ით.

თაია არდოტელი