საუდის არაბეთი სტუმრებს ელოდება - ქვეყანამ ტურისტული ვიზების გაცემა დაიწყო და ამ მიზნით სექტემბრის ბოლოდან მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტული ვიზის მიღება 27 სექტემებრიდან 50 ქვეყნის წარმომადგენელს შეეძლება ონლაინ ან ადგილზე ჩასვლის დროს.
გამოცემა Okaz-ის პირველადი ინფორმაციით, ტურისტებს ვიზაში 440 რიალის (117 დოლარის) გადახდა მოუწევთ. თუმცა, როგორც Bloomberg-ი წერს, აღნიშნულმა გამოცემამ შემდეგ ეს ინფორმაცია ამოიღო და დაწერა, რომ საბოლოო ტარიფი დადგენილი არ არის.
მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია, თვის ბოლოდან ელ-რიადი აპირებს მსხვილი საინფორმაციო კამპანიის დაწყებას ლოზუნგით - „საუდის არაბეთი ღიაა ტურისტებისთვის“. კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ღირშესანიშნაობები. გარდა ამისა, ხელისუფლება გეგმავს მსოფლიო ტურიზმის წამყვანი ექსპერტების დახმარებასაც.
სააგენტოს ცნობით, ეს კონსერვატიული ისლამური სახელმწიფო დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი ტურისტებისთვის. თუმცა 2016 წელს სამეფოს ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდა პოლიტიკის გადახედვაზე და ტურიზმის სექტორის განვითარებაზე ფიქრი დაიწყო.