„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს. ორდღიანი გაფიცვის გამო, რომელიც ორშაბათს დაიწყო და სამშაბათის ჩათვლით გაგრძელდება, დღეში 850-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება. გაფიცვა ერთი დღის განმავლობაში ავიაკომპანიას 44.5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს მიაყენებს.
პილოტების გაფიცვის მიზეზი ანაზღაურების შესახებ დავა გახდა. მასშტაბური ორდღიანი გაფიცვის გამო ათასობით მგზავრი დაზარალდება.
„რამდენიმეთვიანი მცდელობა, რომ მოგვეგვარებინა ხელფასების შესახებ დავა, ძალიან ვწუხვართ, რომ ამ შედეგამდე ვერ მივედით“, - წერია ბრითიშ ეარვეისის განცხადებაში.
როგორც პილოტების ასოციაციაში აცხადებენ, ავიაკომპანიამ თავისი მოგების გარკვეული წილი მფრინავებს უნდა გაუზიაროს, ვინაიდან პილოტები ღირსეულად შეხვდნენ რთულ პერიოდში მათთვის ანაზღაურების შემცირებას. ახლა კი ავიაკომპანია დიდ მოგებას იღებს და პილოტები ხელფასების მომატებას ითხოვენ.