2019 წლის 1-ელ ნახევარში საცხოვრებელი უძრავი ქონების უცხოელ მყიდველთა რაოდენობამ ბაზრის 8% შეადგინა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის 1-ელ ნახევარში საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ანალიზს ეხება. ამავე კვლების მიხედვით, 2018 წელს უცხოელებზე რეალიზებული ქონების 13% მოდიოდა.
კვლევის თანახმად, 2015 წლიდან 2018 წლამდე უძრავი ქონების უცხოელი მყიდველების პროპორცია სტაბილურად იზრდებოდა. რუსეთის, ირანისა და ევროპის მოქალაქეების არარეზიდენტი მოქალაქეების მხრიდან თბილისში ბინებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ისრაელის მოქალაქეების მხრიდან კი ინტერესი იზრდება.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2019-მა წელმა ირანელი მოქალაქეების მხრიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება გვიჩვენა.
„ამ ტენდენციას თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის გამოწვევა შეუძლია. წლის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გარკვეულწილად, შერბილებულ ტენდენციას ველოდებით“, - ნათქვამია კვლევაში.
ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი