აგვისტოში, „აიპლიუსის” გაყიდვების ზრდამ 52% შეადგინა.
როგორც Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „აიპლიუსიდან’’ იუწყებიან, ზრდის დადებითი დინამიკა წელს აგვისტოშიც შენარჩუნდა.
მათი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებში პეკინის ფილიალში დაფიქსირდა, რომელმაც 118% შეადგინა. ამასთან, კომპანიის მონაცემებით, ივლისის თვესთან შედარებით ვაკის ფილიალების გაყიდვების ზრდა შენელდა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ასევე, გაყიდვების მაღალი ზრდა იყო ბათუმის ფილიალებში.
„ვალუტის დევალვაცია, ჩვენთვის გამოწვევაა, თუმცა აღსანიშნავია, ბაზარზე ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება. გაზრდილია მომხმარებლების ინტერესი ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილ პროდუქციაზე. ჩვენ როგორც ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია. ვითვალისწინებთ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარამეტრებს.
პოზიტიური დინამიკა იმედისმომცემია და გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ახალი სერვისების დამატება. მონაცემების დამუშავების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მეტწილად განპირობებულია უცხოელი მომხმარებლების მატებით, ამასთან, მცირედით გაზრდილია ქართველი მომხმარებლების აქტივობა”, - აცხადებენ „აიპლიუსში“.
კომპანიის მონაცემებით, მათი ფინანსური მდგომარეობა წელს მაისში 30%-ით, ივნისში 36%-ით, ხოლო ივლისში 48%-ით გაიზარდა.
„ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე, Apple ახალ iPhone-ს წარდგენს. „აიპლიუსში” ახალი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ, ბაზარზე მომხმარებელთა აქტივობის კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.
„აიპლიუსი” 2019 წლის მაისიდან ყოველთვიურად აქვეყნებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს. გამოქვეყნებული მონაცმების მიხედვით, Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია, წელს მაისში 30%-ით, ივნისში 36%-ით, ხოლო ივლისში 48%-ით გაიზარდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.