სექტემბერში ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა იზრდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებაა.
როგორც SS.ge-ს კვლევა გვაჩვენებს, სტუდენტები უძრავი ქონების ძიებას ივნისიდან იწყებენ, ივლისში მოთხოვნა 8%-15%-ით იკლებს. აგვისტოდან კი ყველა პოპულარულ ლოკაციაზე მოთხოვნის ზრდა აღინიშნება. აღსანიშანავია, რომ წლის ყველაზე მაღალი მოთხოვნა სექტემბერში ფიქსირდება.
SS.ge - ს კვლევის თანახმად, 5 ყველაზე მოთხოვნადი რაიონი შემდეგნაირად გამოიყურება.
ცხრილში მოცემულია მიმდინარე წლის აგვისტოში სტუდენტების მოთხოვნის გადანაწილება
1. საბურთალო - 18%
სტუდენტების 18% გასაქირავებელ უძრავ ქონებას საბურთალოზე ეძებს. მოთხოვნის ცვლილება კი შემდეგნაირად გამოიყურება, 2018 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოთხოვნა 36%-ით გაიზარდა. 2019 წლის სექტემბერში კი 22%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
2. დიდუბე - 12 %
დიდუბეში 2018 წლის სექტემბერში იმავე წლის აგვისტოსთან შედარებით, უძრავი ქონების ქირაობაზე მოთხოვნა 54%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის სექტემბერში 73%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
3. დიღომი - 11%
სტუდენტების 11% გასაქირავებელ უძრავ ქონებას დიღომში ეძებს. 2018 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ქირაობაზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა. 2019 წლის სექტემბერში კი 26%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
4. ნაძალადევი - 11%
სტუდენტების 11% გასაქირავებელ უძრავ ქონებას ნაძალადევზე ეძებს. 2018 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, სტუდენტების მხრიდან გასაქირავებელ უძრავი ქონების ქირაობაზე მოთხოვნა 16%-ით გაიზარდა. 2019 წლის სექტემბერში კი გასული წლის სექტემბერთან შედარებით შედარებით 13%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
5. გლდანი - 9%
2018 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, გლდანში უძრავი ქონების ქირაობაზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა. 2019 წლის სექტემბერში კი გასული წლის სექტემბერთან შედარებით 16%-იანი კლება არის მოსალოდნელი.
2019 წელს გასულ წელთან შედარებით სტუდენტების მხრიდან ბინების დაქირავებაზე მოთხოვნის 11%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი მატება კი სექტემბერშია მოსალოდნელი. SS.ge-ს კვლევიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ მოთხოვნა გასული წლებივით შეიცვლება, სექტემბერში სტუდენტების მხრიდან ბინების დაქირავებაზე მოთხოვნის 49%-იან ზრდას უნდა ველოდოთ.