საქართველოში  სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა

2013 წელს საქართველოში 836 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 836 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა.

მათი რაოდენობა 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 7,6%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"ჯეოსტატის" მონაცემებით, სასტუმროსა და სასტუმრო სახლებში ნომრების საერთო რაოდენობა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით 6,1%-ით გაიზარდა და 15,4 ათასი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს დაახლოებით 1,3 მილიონი სტუმარი სტუმრობდა, ხოლო მათგან 62% არარეზიდენტი იყო. სტუმართა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 5,9%-ით გაიზარდა.