კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, კორუფციასთან დაკავშირებული ფაქტები, რომელიც სახელმწიფოსთვის გახდა ცნობილი, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში არის ერთ-ერთი მუდმივი ბრძოლა. შესაბამისად, მიღწევებით, რომელიც ჩვენ გვქოდა, ან დღეს გვაქვს არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ კორუფცია საბოლოოდ დამარცხებულია. მე გარწმუნებთ, რომ თითოეული ფაქტი, რაც კორუფციას უკავშირდებოდა და გახდა ცნობილი სახელმწიფოსთვის, იყო რეაგირება და კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა დადგა. დღგ-ს შემოსავლებთან დაკავშირებითაც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ამ მომენტისთვის პატიმრობაში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა გვექნება. მივესალმები, რომ პრემიერმა ამაზე აქცენტი გააკეთა“, - განაცხადა თალაკვაძემ.