საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება.
როგორც სემეკი-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქმიანობის გაგრძელებას კომისიაში აღარ გეგმავს.
რაც შეეხება სემეკი-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ირინა მილორავას თქმით, ვის წარადგენს თანამდებობაზე მთავრობა მისთვის უცნობია. მან ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სემეკი-ს მომავალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.
"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩემი უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს იწურება. ამის შემდეგ უკვე მთავრობა პრეზიდენტს წარუდგენს კომისიის ახალი წევრის კნდიდატურას და ირჩევს პარლამენტი",-განაცხადა ირინა მილორავამ.