ბოლივიის ხელისუფლების განცხადებით, აგვისტოს განმავლობაში ხანძრების შედეგად ქვეყანაში 2 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი დაიწვა. გადამწვარი ადგილების უმეტესობას დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები შეადგენენ.
ლა-პასის ბიოლოგიის კოლეჯის მეცნიერების მტკიცებით, ტყეების სრულ აღდგენას დაახლოებით 300 წელი დასჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გადამწვარ ტერიტორიაზე ხეებს ხელოვნურად ჩარგავენ და ათწლეულების განმავლობაში მოუვლიან.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხავიერ ზავალეტა ხანძრების გაჩენაში ბრალს ფერმერებს სდებს, რომლებიც ტერიტორიის გასუფთავების მიზნით ხელოვნურად აჩენენ ხანძრებს.
ამჟამად ბოლივიაში ხანძრების ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია. შეგახსენებთ, რომ ცეცხლის პირველი კერები ბოლივიაში მაისიდან გაჩნდა. მეხანძრეები მათ ჩაქრობას კვირების განმავლობაში ცდილობდნენ, რასაც ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებდა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა