კომპანიამ Apple სექტემბრის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე ტრადიციას წელსაც არ უღალატა და ახალი თაობის სმარტფონები წარმოადგინა. ესენია iPhone 11. კომპანიამ პრეზენტაციაზე სამი განსხვავებული მოდელის პრეზენტაცია გამართა.
ვიზუალურად სიახლეები პრაქტიკულად არ განსხვავდებიან მისი წინამორბედისგან. შესაბამისად, სტილი შენარჩუნებულია. არ გაზრდილა არც ეკრანის დიაგონალი. iPhone 11 — 6,1 დიუმით, iPhone 11 Pro — 5,8 დიუმით და iPhone 11 Pro Max — 6,5 დიუიმით გამოვიდა. მარტივი მოდელები 6 სხვადასხვა ფერით გამოვა, ორი მძლავრი მოდიფიკაციის კი 4 შეფერილობით.
ყველაზე პატარა მოდელი კვლავ აღიჭურვა LCD ეკრანით, დანარჩენები კი OLED ეკრანებით, რომლებიც უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
რაც შეეხება კამერას, iPhone 11-ში ორი ლინზაა, ხოლო დანარჩენ მოდელებში 3. რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულია მისი ზუმის ხარისხი და გადაღების ტექნოლოგია.
სამივე მოდელი მუშაობს ახალ პროცესორზე A13 Bionic, რომლებიც უფრო სწრაფია და ამავდროულად ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ოპერატიული მეხსიერება სასტარტო მოდელში 4, ხოლო მძლავრებში 6 გეგაბაიტის მოცულობისაა.
ხმები რევრესული დატენვის ფუნქციაზე არ გამართლდა, თუმცა ნამდვილად გაუმჯობესდა ელემენტები, ახლა ისინი 1, 4 და 5 საათით მეტხანს მუშაობენ, ვიდრე მათი წინამორბედები.
Apple-მა ბოლო ბოლო უარი თქვა სისტემაზე 3D Touch და მის ნაცვლად ყველა მოდელში გაჩნდა სისტემა Haptic Touch. ასევე გაუმჯობესებულია სახის ამომცნობი ფუნქცია Face ID.
სმარტფონის გაყიდვები მომავალი კვირიდან დაიწყება.