თბილისის ყავის ქარხნის პროექტმა ArchDaily-ის გრან პრი მოიგო

თბილისის ახალაშენებული ყავის ქარხანა ArchDaily & Strelka Award-ის გრან პრის მფლობელი გახდა. პროექტის დიზაინი ქართულ არქიტექტურულ კომპანია Khmaladze Architects ეკუთნის.

ArchDaily & Strelka Award-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ათეულობით პროექტი იღებდა მონაწილეობას. Khmaladze Architects-ის პროექტმა გრან პრიმდე, კონკურსის რამდენიმე ეტაპი გაიარა – თავდაპირველად 15 მონაწილეს შორის მოხვდა, შემდეგ კი საუკეთესო სამეულში.

კონკურსში ხმის მიცემა 10 სექტემბერს დასრულდა, დღეს კი თბილისის ყავის ქარხნის პროექტი გრან პრის მფლობელად დასახელდა.

ცნობისთვის, თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მისი ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, კონკრეტულად კი ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. კომპანიის დირექტორის თორნიკე ჭელიძის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება. პროექტის საინვესტიო ღირებულება კი დაახლოებით, 25 მლნ ლარია.

ელზა წიკლაური