„თიბისი ბანკის"დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან დასრულდა. თავდაპირველად, ჟურნალისტების თანდასწრებით, შემდეგ კი, დახურულ კარს მიღმა, ადვოკატებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს "მუქარის წერილზე" ინგლისიდან მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატები მზად არიან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგებლებს საქმის მასალები გადასცენ, რათა დასკვნები საზოგადოებამ თავად გამოიტანოს. ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებითაც მიაწოდეს ინფორმაცია.