ჰონგ-კონგის ბირჟამ შესაძლოა, ლონდონის საფონდო ბირჟა იყიდოს

Hong Kong Exchanges and Clearing-მა London Stock Exchange Group-ს მის შესაძენად 32 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის თანხა შესთავაზა, რაც Refinitiv-თან გაფორმებული შეთანხმების შეწყვეტას ისახავდა მიზნად.

ამის შესახებ Financial Times-წერს.

გამოცემის განცხადებით, თუ შეთანხმება შედგა, ეს ხელს შეუშლის დიდი ბრიტანეთისა და მონაცემების პროვაიდერის Refinitiv-ის შეთანხმების შესრულებას.

„HKEX-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟა ერთად, კაპიტალის გლობალურ ბაზრებს მომავალ ათწლეულებში ხელახლა განსაზღვრავს. ორივე ბიზნესს შესანიშნავი ბრენდები, ფინანსური მდგრაობა და ზრდის დამტკიცებული მაჩვენებლები გააჩნია. ერთად, ჩვენ დავაკავშირებთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, უფრო დივერსიფიცირებულები ვიქნებით და შეგვეძლება, მომხმარებელს დიდი ინოვაცია, რისკის მენეჯმენტი და სავაჭრო შესაძლებლობები შევთავაზოთ“, - განაცხადა HKEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ლიმ.

Financial Times-ის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟას ამ საკითხზე ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემა წერს, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ეს HKEX-ის ისტორიაში უდიდესი შეთანხმება იქნება.

გამოცემის შეფასებით, HKEX-ის ახალი სვლა ჩინეთში ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ჩინეთი ცდილობს, ეკონომიკის განვითარების შენელებულ ტემპზე გავლენა შეამციროს.

მარიამ მენაბდიშვილი