საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სულ, 2019-2020 წლებში, საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 88 სკოლას.
უკვე დაწყებულია 48 ახალი სკოლის პროექტირებისა და ზოგან მშენებლობის სამუშაოები, 83 სკოლის რეაბილიტაციის პროექტორების სამუშაოები და 2 სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.
რეგიონების სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.