ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ოთხშაბათს გამართული ვაჭრობისას ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მის სამოდელო ხაზში ახალი iPhone და სხვა ტექნიკა ოფიციალურად წარადგინა.
NASDAQ-ის ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უკვე საღამოს კომპანიის კაპიტალიზაციამ 1, 20 ტრილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქციებზე საცალო ფასი კი 223,6 დოლარამდე გაიზარდა, რაც 3,18%-იანი მატებაა წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით.
შეგახსენებთ, გასული წლის შემოდგომაზე Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შემდეგ მისმა ფასმა დაიწია და ბოლო თვეების განმავლობაში 950 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.