2019 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.387 მილიარდ დოლარს (15.870 მლრდ ლარი) გადააჭარბა.
რაც წინა თვესთან შედარებით, 26 მლნ დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 219 მლნ დოლარით მეტია.
კერძოდ, 2019 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.361 მილიარდ დოლარს (15.819 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5.168 მლრდ დოლარს (13.336 მლრდ ლარს) შეადგენდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 985.683 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 898.434 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.147 მლრდ დოლარი.