ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ, განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან.
„ჩვენ ვდგევართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ. ვინ ვართ ჩვენ? რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ? - ჩვენ ვართ ადამიანები, სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით და ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვკრიბა აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ. იმიტომ, რომ საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებიც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროში თქვენნაირად შექნეს წარმატების ისტორიები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. სად აღმოვჩნდით დღეს? რატომ ვართ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი წრის გარშემო? რატომ ვართ მოჯადოებულ წრეში? საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, ხალხი, რომელიც გადის ქვეყნიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.