თითოეულმა ჩვენგანმა ლელო უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა არის გამარჯვებისთვის, გაერთიანების და ლელოს გატანის დრო.
„იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე ერთ-ერთი ხელისმომწერი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ვერ წამოვიდგენდი, რომ ჩვენი თანამემამულეები კვლავ უიმედობით და უპერსპექტივობის განცდით იქნებოდნენ შეპყრობილი, ვერ წარმოვიდგნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ იბატონებდა ურთიერთსიძულვილი, შუღლი, უნდობლობა. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ! თითოეულმა ჩვენგანმა ლელო უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავამარცხოთ დამარცხებულის სინდრომი. დავძლიოთ დამარცხებულის სინდრომი. ახლა არის გამარჯვებისთვის, გაერთიანების და ლელოს გატანის დრო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.