ამერიკული საავტომობილო გიგანტი კორპორაცია General Motors-ი აშშ-ში 3,5 მილიონ ავტომობილს გაიწვევს. როგორც ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განმარეტებაში წერია, აღნიშნული დაკავშირებულია სამუხრუჭე სისტემაში აღმოჩენილი დეფექტით.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, გაწვევა კონკრეტულად შეეხება მოდელებს Cadillac Escalade, Chevrolet Suburban დაGMC Yukon, ასევე პიკაპებს Chevrolet Silverado და GMC Sierra, რომელთა წარმოება 2014-2018 წლებში მოხდა.
ეს არ არის პირველი მასშტაბური გაწვევა კომპანიისგან. გასული წლის სექტემბერში კომპანიამ მილიონი ავტომობილი გაიწვია საჭის ელექტრონულ ნაწილში აღმოჩენილი დეფექტის გამო, მაშინ გაწვევას დაექვემდებარა Chevrolet Silverado, GMC Sierra და Cadillac Escalade, რომელთა წარმოება 2015 წელს მოხდა. ამავე პრობლემით მან მანქანები 2014 წელსაც გაიწვია.