სატელიტური თანამგზავრებისთვის გამოსაყენებელი ულტრათხელი მზის პანელებით ინსპირირებულმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor Corp-მა გადაწყვიტა აღნიშნული ელემენტები ავტოინდუსტრიაშიც დანერგოს. საუბარია მოდელზე Prius-ი, რომლის სახურავზე დამონტაჟებულმა პანელებმა ელექტრომობილის სადენის გარეშე დამუხტვა უნდა უზრუნველყოს.
იაპონიის ხელისუფლების მიერ დემონსტრირებულ პროექტში, რომელშიც Toyota-ს ინჟინრებმა მეორე იაპონურ კომპანია Sharp Corp-თან თანამშრომლობით წარმოადგინა ავტომობილი, რომლის სახურავზე, ძრავის საკეცზე და საბარგულის საკეცზე მზის პანელებია დამონტაჟებული, რათა მან მაქსიმალურად შეძლოს მზისგან ენერგიის გენერირება. პანელებიდან ელექტროენერგია პირდაპირ ელემენტების სისტემაში მიედინება, შედეგად კი ავტომობილს შუძლია დამუხტვა მოძრაობის დროსაც და რა თქმა უნდა, გაჩერებულ მდგომარეობაშიც.
კარგ ამინდში ავტომობილი იმ დონემდე იტენება, რომ მან 56 კმ მანძილის გასავლელი ენერგია მიიღოს. თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ამინდი ღრუბლიანია ან ძალიან ცხელი, ამ შემხთვევაში ავტომობილის სადენზე შეერთება არის საჭირო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ავტომობილის დახვეწამდე წლებია საჭირო.