ამერიკული კომპანია Google საფრანგეთს 500 მილიონ ევროს გადაუხდის. საქმე ეხება გადასახადების გადაუხდელობის გამო აღძრულ საქმეს. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურა იუწყება.
„2019 წლის 12 სექტემბერს პარიზის უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენელმა ნება დართო შეთანხმებას ფინანსურ პროკურატურასა და კომპანია Google და Google Ireland Ltd, -ს შორის, რომლის თანახმად ეს კომპანიები გადაიხდიან 500 მილიონ ევროს ჯარიმას“, - აცხადებენ უწყებაში.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ ამერიკულ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, აცხადებს, რომ Google ასევე გადაიხდის აქამდე გადაუხდელ გადასახადს - 465 მილიონ ევროს.
ფრანგული უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 2015 წელს დაიწყო, ილ დე ფრანსის რაიონის თვითმართველობის სარჩელის საფუძველზე. საქმის აღძვრის მიზეზი გახდა ის, რომ კომპანიამ 2011-2014 წლების საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა.