საფრანგეთის ხელისუფლება სოციალურ ქსელ Facebook-ზე ახლად გამოჩენილი კრიპტოვალუტის Libra-ს ევროპის ტერიტორიაზე დაბლოკვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა გაავრცელა. მან ახალი კრიპტოვალუტის აკრძალვის მიზეზად ევროპის ფინანსური დამოუკიდებლობა დაასახელა.
ლე მერის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კრიპტოვალუტა ევროპის ქვეყნებში გავრცელდება, დიდი ალბათობით სოციალურ ქსელს მისი მომხმარებლების პირად მონაცემებზე ექნება წვდომა, რაც დაუშვებელია.
„ეს არის გლობალური ორგანიზაცია, რომელსაც ფიზიკური საზღვრები არ აქვს, თუმცა ის მთელს მსოფლიოს მოიცავს და მართულია ერთი პიროვნების, მარკ ცუკერბერგის მიერ“- განაცხადა საფრაგეთის ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტა Libra Facebook-მა მიმდინარე წლის ივნისში შექმნა. მისი გამოყენება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი როგორც ცალკე აპლიკაციით, ისევე Facebook-ისა და Whatsapp-ის მეშვეობით. მომხმარებლებს შეეძლებათ ფულის ერთმანეთისთვის გადარიცხვაც და ამა თუ იმ პროდუქტის შეძენაც. Facebook-მა კრიპტოვალუტა საკუთარ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ააგო.