„წყნარი ოკეანის თბილი ტალღა - 2019“ - ასე უწოდეს მეცნიერებმა იმ ანომალიას, რომლიც ახლახანს აღმოაჩინეს. დინება, რომლის ანომალურობაზეც მეცნიერები საუბრობენ, ჩრდილოეთ ალასკიდან სამხრეთ კალიფორნიამდე შეინიშნება. როგორც ცნობილია, ამ დინებაში ტემპერატურა უეცრად საშიშ დონემდე გაიზარდა.
ზოგიერთ მონაკვეთში წყლის ტემპერატურა „ნორმაზე 6 გადუსით მეტია“, ეს კი მეცნიერებში დიდ შფოთვას იწვევს, რადგან მათ არ იციან, რა შედეგი ექნება წყლის ასე გათბობას.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგის მიხედვით, თუ წყალი ისევ ანომალური ტემპერატურით თბობას განაგრძობს, შესაძლოა, ოკეანის დასავლეთ სანაპიროსკენ ოკეანის ფლორა და უნიკალური ფაუნა საგრძნობლად დაზიანდეს. შესაძლოა ისიც, რომ ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე მობინადრე ორაგულები გადაშენდნენ.
მეცნიერების აზრით, თუ წყლის ტემპერატურა 22,8 ცელსიუსი გახდება, შესაძლოა, თევზები დაიხოცოს კიდეც.
მსგავსი ტიპის ანომალური შემთხვევა 2014 წელსაც დაფიქსირდა, მაშინ 7 გრადუსით მომატებულმა ტემპერატურამ ოკეანის ათასობით ბინადარი მოკლა.
„ზოგადად, ოკეანეში წყლის ტემპერატურის მსგავსად ცვლილებას რამდენიმე წელი სჭირდება, ჩვენ კი საქმე გვაქვს ანომალურ შემთხვევასთან, როცა ოკეანის ტემპერატურა სულ რაღაც 3 თვეში შეიცვალა“, - განაცხადა National Oceanic and Atmospheric Administration-ის წარმომადგენლებმა.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ