ევროკომისიამ ახალი მეთოდების შემუშავებასა და ძიებაზე მუშაობა დაიწყო, რაც ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების ბაზრის ეფექტურ მონიტორინგს.
როგორც კომისიაში აცხადებენ, კრიპტოვალუტები ახალ შესაძლებლობებს აჩენენ, თუმცა, ამავე დროს ახალ საფრთხეებსაც უქმნიან ფინანსურ სერქტორს. აღნიშნული განცხადება ევროსა და სოციალური დიალოგის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელმა ვალდის დომბოვსკისმა ჰელსინკში, ევროჯგუფის არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ევროკომისია ახლა სწავლობს რამდენად ჩაეწერებიან ეს კრიპტოვალუტები ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემაში და სჭირდება თუ არა ევროკავშირს ახალი სპეციალური ზომების შემუშავება მათი რეგულირებისთვის. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ელექტრონულ სისტემაზე Libra, ჩვენ გავუგზავნეთ მთელი რიგი კითხვებისა Facebook-ს, რათა უკეთ გავიგოთ თუ როგორ იმუშავებს ეს ვალუტა. ჩვენ გვაქვს ერთიანი გაგება ამ ვალუტების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ფინანსურ სექტორზე და მის სტაბილურობაზე. ეს რისკები უნდა შევისწავლოთ რათა მივაღწიოთ კონსესუსს მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებისას,“- განაცხადა მან.
დომბროვსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტი Libra ეს არის „შეხსენება ბანკებისთვის და ფინანსური ინსტიტუტებისთვის“, რომ მათ ტრანსნაციონალურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით დრო და ღირებულება უნდა შეამცირონ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ევროპის ცენტრალური ბანკი უკვე მუშაობს საბანკო ტრანზაქციების უსწრაფესად განხორციელების ახალ სისტემაზე.