კომპანიამ OPAL Gastransport GmbH დღეს დილიდან „გაზპრომისთვის“ ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაზე დაწესებული შეზღუდვები აამოქმედა.
კომპანია OPAL-ი ევროპაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით შეტანილი რუსული გაზის ტრანსპორტირებას ეწევა. 10 სექტემბერს პოლონეთის სარჩელის საფუძველზე ევროკავშირის სასამართლომ გაზპრომს OPAL-ის სატრანზიტო შესაძლებლობების მთლიანად გამოყენება აუკრძალა.
გუშინ კი გერმანულმა რეგულატორმა კომპანია OPAL-ს მილსადენის სიმძლავრეების გამოყენებაზე დამატებითი აუქციონების ჩატარება აუკრძალა.
ამ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.