მსოფლიოში 2 ყველაზე წარმატებული მეწარმე, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი და Alibaba-ს დამაარსებელი ჯეკ მა, აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის შემცირება იქნება, რაც არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.
მათი აზრით, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა 2100 წლამდე გაგრძელდება და 10.9 მილიარდს მიაღწევს, შემდეგ კი მკვეთრი შემცირება დაიწყება.
მსოფლიო მოსახლეობის შემცირება ყველაზე მეტად აზიის ქვეყნებზე აისახება. იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოსახლეობის კლება 2020 წლიდან დაიწყება. ინდოეთი კი მაქსიმუმს - 1.7 მილიარდს 2059 წელს მიაღწევს და შემდეგ დაღმასვლას დაიწყებს.
მასკისა და მას აზრით ყველაზე დრამატული სიტუაცია ჩინეთში იქნება, რომელის მოსახლეობაც დღეს 1.43 მილიარდ ადამიანს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ათწლეულების წინ ქვეყანაში „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ მიიღეს, რომელიც მშობლებს ერთ ბავშვზე მეტის ყოლას უკრძალავდა. თუმცა, მუშახელის დეფიციტის გამო 2016 წელს ის „ორი ბავშვის პოლიტიკით“ შეცვალეს.
თუმცა ჩინეთში შობადობა წლიდან წლამდე მცირდება. 2016 წელს ჩინეტში 17.8 მილიონი ბავშვი დაიბადა, 2018 წელს 17.2 მილიონი და 2018 წელს კი 15.2 მილიონი, რაც 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამასთანავე ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებამ და შობადობის შემცირებამ ხანდაზმული ადამიანების ხვედრითი წილი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ 2017 წელს 6 შრომისუნარიან ადამიანზე (20-65 წელი) 1 ხანდაზმული (+65) მოდიოდა, 2050 წლისთვის მათი თანაფარდობა 1.6/1-თან იქნება. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება და ხანდაზმულ ადამიანთა რაოდენობის ზრდა ეკონომიკაზე მკვეთრ უარყოფით გავლენას მოახდენს და დიდ დანახარჯებთან ერთად გაჩნდება მუშახელის დეფიციტი.
ჩინელი ეკონომისტები პრობლემის მოგვარების გზად ხანდაზმულ ადამიანთა გახანგრძლივებულ მუშაობასა და მეტი დიასახლისების დასამებაში ხედავენ.