NOMAD - აპლიკაცია, რომელიც თქვენი საყვარელი ადგილების ყველაზე იაფად მონახულებაში დაგეხმარებათ

ალბათ, არაერთხელ გიფიქრით საოცნებო მოგზაურობაზე, რომლის მეშვეობითაც ნახავდით თქვენთვისა საყვარელ ყველა ადგილს. თუმცა, როგორც წესი რამდენიმე სასურველი ქალაქის ერთდროულად მონახულება ბევრ პრობლემასთან ასოცირდება: ათობით სხვადასხვა საიტზე თქვენ უნდა მოძებნოთ სასურველი კომპანია და ავიარეისი, დაჯავშნოთ სასტუმრო, გაითვალისწინოთ თარიღები, შიდა გადაადგილება და რა თქმა უნდა, თანხა, რომლის მეშვეობითაც მოგზაურობას შეძლებთ.

ამ ყველაფრის გასაიოლებლად ონლაიგამოცემა Kiwi-მ შექმნა აპლიკაცია NOMAD, რომელიც ამ ყველაფერს გაგიმარტივებთ და რაც მთავარია, ასობით ვერიანტს შორის შემოგთავაზებთ ყველაზე ხელმისაწვდომს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტზე ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ და შექმნეს რთული ალგორითმი, რომელიც უამრავ ვერსიას განხილავს და საუკეთესო ვარიანტს გთავაზობს. ამასთანავე, აპიკაცია ითვალიწინებს აეროპორტიდან ქალაქამდე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებსა და ყველაზე ხელმისაწვდომ სასტუმროებსა და ჰოსტელებს.

უფრო კონკრეტულად კი უნდა შეხვიდეთ kiwi.com/en/nomad-ზე, სადაც პროგრამა ავტომატურად გაითვალისწინებს თქვენს ამჟამინდელ მდებარეობას. შემდგომ არჩევთ თქვენთვის სასურველ ქალაქებსა და დღეების რაოდენობას. NOMAD განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და გაჩვენებთ იმას, თუ როგორ უნდა დაგეგმოთ ტური ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

ბექა ბერიაშვილი