საუდის არაბეთის სანავთობო ტერმინალებზე ორი საჰაერო შეტევის შედეგად ნავთობზე ფასებმა ბოლო თვეების მაქსიმუმს მიაღწია და 5%-ით გაიზარდა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ტიპის ნავთობზე საწვავის ფასი 71,95 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო West Texas Intermediate ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე კი 63,34 დოლარი შეადგინა.
ფასების მატება მას შემდეგ შეჩერდა, რაც დონალდ ტრამპმის განკარგულებით გასაყიდად სარეზერვო საცავები გაიხსნა.
არაბული სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს ინფორმაციით, შეტევამ ქვეყნის ნავთობწარმოება დღეღამეში 5,7 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც მსოფლიო ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია. ძველ ნიშნულამდე დაბრუნებას კი სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.
შეგახსენებთ, დრონებმა საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ობიექტებზე, ბოქიაქსა და ჰურაისში თავდასხმა ორი დღის წინ განახორციელეს. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.