პარიზში ელექტროველოსიპედებზე 500-ევროიან სუბსიდიას გასცემენ

პარიზის თვითმმართველი ერთეულის ილ დე ფრანსის მუნიციპალიტეტი ქალაქის მცხოვრებლებზე 500-ევროიან სუბსიდიას გასცემს ელექტროველოსიპედების შესაძენად. აღნიშნულ პროექტს ქალაქის თვითმმართველობა 2020 წლიდან აანონსებს.

პროექტის დაწყების თარიღია 2020 წლის თებერვალი და ის მოიცავს პარიზის ყველა მცხოვრებს. შესაბამისად, 10 მილიონი პარიზელიდან სურვილის შემთხვევაში ისინი 500 ევროს ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ ხელისუფლებისგან, რათა შეიძინონ ელექტრო ველოსიპედი. ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელძღვანელი ვალერი პეკრესეს განცხადებით, ეს არის რეალურად ნახევარი ფასი ამ ტიპის ელექტროველოსიპედების ღირებულების. მისივე თქმით, პროგრამა მოიცავს ყველას, განურჩევლად მათი შემოსავლებისა.

ცნობისათვის, ძალიან კარგი მოდიფიკაციის ელექტროველოსიპედის ღირებულება 2000 ევრომდეა.

კოკა კვირკველია