მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 177.9 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22.4 მილიონი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 200.3 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 26.1 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 27.4 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 7.3 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 6.3 მლნ ლარი იყო.