რესპონდენტთა უმრავლესობისთვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები მისაღებია

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები მისაღებია.

კერძოდ, გამოკითხულთა 49 % ამბობს, რომ საბანკო რეგულაციები მისთვის მისაღებია, 34%-სთვის კი მიუღებელია. კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი გამოკითხულთა 16 %-მა დააფიქსირა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.