ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონი ადამიანი იღუპება.
მათ შორის 320 ათასი 15-დან 29 წლამდე მოსახლეობაა.
ჯანმოს მიერ ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების მიზით ჩატარებულ კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისში, მე-10 ლკასის მოსწავლეების უმრავლესობა ალკოჰოლის მიღებას დადებით მოვლენად აღიქვამს. მათთვის ყველაზე პოლულარული სასმელი კი ღვინო და ლუდია.
რაც შეეხება დიდი ასაკის მოსახლეობას, 35-დან 44 წლამდე მამაკაცების 3.5 პროცენტი და 55-დან 64 წლამდე მამაკაცების 4.7 პროცენტი ალკოჰოლს ყოველ დღე მოიხმარს. ქალების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლი, 2-ჯერ და 7-ჯერ ნაკლებია მამაკაცებთან შედარებით.
ექიმები ამბობენ, რომ სასმელის ჭარბი მოხმარება 60-მდე დაავადებას, ტრავმებსა და სხვა პრობლემებს იწვევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში აუცილებელია საქართველოშიც შეიზღუდოს ალკოჰოლზე ხელმისაწვდომობა. ამასთან მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ,რომ ალკოჰოლის წარბი მოხმარების შემცირების მიზნით აუცილებელია ქვეყნის მასტაბით, განსაკუთრებითსკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ცნობისთვის, დღესდღობით კანონით არის აკრზალული არასრულწლოვვანტათვის ალკოჰოლური სასმელის, მათ შორის ლუდის მიყიდვა, თუმცა შესაბამისი კონტროლის არარსებობის გამო კანონი ფაქტობრივად არ სრულდება.
წყარო: PALITRANEWS.GE