NDI - რესპონდენტთა 43 % აცხადებს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობა 5 წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებია

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 43 % მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობა 5 წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებია.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით მისი ფინანსური შესაძლებლობები იგივეა, 21% კი მიიჩნევს რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები 5 წლის წინანდელთან შედარებით მეტია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.