NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ბანკების მიმართ ნდობა არ გააჩნია. კერძოდ, რესპონდენტთა 72%-ს არ სჯერა, რომ კომერციული ბანკები სესხს კარგი პირობებით სთავაზობენ. 18% მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ შეთავაზებული პირობები კარგია, 10% კი შესაბამის კითხვაზე პასუხს - არ ვიცი აფიქსირებს.
ამასთან, კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54 ამჟამად სარგებლობს სესხით ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში, 45% კი არ სარგებლობს. იმ რესპოდენტების 71% ვინც სესხით სარგებლობს, აცხადებს, რომ სესხის შენატანს ყოველთვის დროულად ფარავს, 24% ამბობს, რომ სესხის შენატანს ზოგჯერ ვერ ფარავს დროულად, 5% კი სესხს დროულად ვერასდროს ფარავს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.