3D პრინტერის შემქმნელი ქვევრის ავტორმა, დავით მიზანდარმა აგრიპრენერების საერთაშორისო კონკურსის FAC Global Championship-ის ფინალში მაყურებლის რჩეულის ტიტული მოიპოვა. შედეგად, მან მიიღო წვდომა მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან და პოტენციურ კლიენტებთან. კონკურსი თელასალონიკში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, თბილისის სტარტაპ ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბილაინის მხარდაჭერით, Future Agro Challenge-ი პირველად 2019 წლის 10-12 მაისს ტექნოპარკში გაიმართა.
Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თბილისის სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia -ის თანაორგანიზატორი გური ქოიავას თქმით, ნაციონალური კონკურსი საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება, ხოლო გამარჯვებული ტრადიციულად გლობალურ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორები იყვნენ: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University, ISET - International School of Economics, Agro Solutions - აგრო სოლუშენს, Wolt, Agricopter • აგრიკოპტერი, Gogra.ge • გოგრა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association და Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში.