საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში China International Import Expo – CIIE მონაწილეობას ქართული კომპანიები მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5-10 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გამოფენა China International Import Expo – CIIE იმართება. საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც მეორედ ტარდება, მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენელი დაესწრება,“ - ნათქვმია ინფორმაციაში.