სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, 13 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რომელთაც 1 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, საწარმოო პროცესიც შეუჩერდათ.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინეს, ასე გამოიყურება: შპს „ჯეო ინდიან სპაისის“, შპს „ბიგ დედის ფიშ ანდ ჩიფს“, შპს „მეგობრობა“, შპს „სალვე“, შპს „ლიბერთი“, შპს „მარტო“, შპს „კარაკ-ტოტა“, შპს „მიდო“, შპს „კრეპს სუზეტე პარიზ“, შპს „პლაზა მენეჯმენტი“ და ინდმეწარმეები - ლევანი მიქელაძე, ია ზანდუკელი და რევაზ წულაია.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
მათივე ცნობით, გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
„ბიზნესპრესნიუსი“ ცხრილის სახით გთავაზობთ, იმ 57 ობიექტის ჩამონათვალს, რომელთა შემოწმებაც სეს-მა განახორციელა.