მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ პირველ 12 წევრს ხვალ წარადგენს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს ხვალ, 18 სექტემბერს წარადგენს.

„ლელოს“ ახალი წევრების წარდგენა 13:00 საათზე იგეგმება. მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს საზოგადოებას „ლელოს“ ოფისში გააცნობს.

შეგახსენებთ, ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა, არჩევს სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს.