მერიამ სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ფართები აქამდე 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
"იცით ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, ადამიანები, როლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. 500-ზე მეტი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ ხნის გაავლობაში და 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ფართების დაკანონებაში",- განაცხდა კალაძემ.