პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა.
სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
დავით ნარმანია 2014 - 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბრს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.