ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (ჯამში, 82 აბი) და კანაფის ზეთი (50 მლ და 120 კაფსულა) აღმოაჩინეს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს’’ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.