შენელებული ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების ნაკლებობა განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის ზრდას გამოიწვევს. აღნიშნული მოსაზრება აქვს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დევიდ მელპას, რომელმაც საკუთარი ხედვა პეტერსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
„სუსტი საინვესტიციო გარემო და ნელი ეკონომიკურ ზრდა განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის ზრდის რისკს აძლიერებს, მსოფლიო ბანკი კი მიზანს - ეფექტიანად ებრძოლოს სიღარიბეს, ვერ მიაღწევს.“ - განაცხადა მან.
მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპები 6%-მდე გაიზრდება, თუმცა როგორც სპეციალისტები აცახდებენ, ეს არ არის საკმარისი სიღარიბის მასშტაბების შესამცირებლად.
2018 წელს კი მსოფლიო ბანკი აცხადებდა, რომ დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ანუ 3,4 მილიარდი ადამიანი დღეში 5,5 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობს.