რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაძლოა ენერგეტიკის სექტორი გამოეყოს.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ არსებული გეგმების, ინიციატივების უფრო სწრაფ განხორციელებაზე. რაც შეეხება პარლამენტში მოსმენის დროს, ბატონი გიორგის და პარლამენტარების მხრიდან გაჟღერებულ მოსაზრებებს, მაშინაც ვთქვით, რომ ამას სჭირდება ცოტა მეტი დაფიქრება. ასე რომ, უნდა დაველოდოთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.