ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი, რომელიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტია და ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტების შეზღუდვას ემსახურება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს,უცვლელად, 0% - ზე, დატოვა.

სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.6% შეადგინა, რაც მეტწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდითაა განპირობებული.

ამასთან, კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3749